Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Landmine Monitor-ი: რუსეთის მიერ უკრაინაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება საფრთხეა


უკრაინა, დონეცკის ოლქი. კურაჰოვოში ნაღმის აფეთქების შემდეგ
უკრაინა, დონეცკის ოლქი. კურაჰოვოში ნაღმის აფეთქების შემდეგ

რუსეთის მიერ უკრაინაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, მათ შორის ახალი მოდელების გამოყენებით, შეიძლება, მთლიანად გაქარწყლდეს ნაღმების აკრძალვის წინააღმდეგ ბოლო 25 წელიწადში მიღწეული წინსვლა, იტყობინება 17 ნოემბერს Landmine Monitor-ი.

ორგანიზაციის ცნობით, მოსკოვი უკრაინაში, ომში იყენებს 2021 წელს წარმოებულ ნაღმებს.

AFP-ის ცნობით, Monitor-ი წერს, რომ უკრაინასა და მიანმაში (ყოფილი ბირმა) ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება ჩრდილს აყენებს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების 25 წლისთავს.

ნაღმების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს 1997 წელს ოტავაში, კანადაში. ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 277 ადამიანი ემსხვერპლა ნაღმებს და ომის ფეთქებადსაშიშ ნარჩენებს (ERW). ეს რიცხვი ხუთჯერ აღემატება 2021 წელს აღნუსხულ მსხვერპლის რიცხვს, რომელიც 58-ს უდრიდა.

XS
SM
MD
LG