შვიდი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიში რუსეთის ჯარების სარაკეტო იერიშის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსული რაკეტა ოთხბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რომელიც მთლიანად განადგურდა.
დაღუპულთა რიცხვი შეიძლება არ იყოს საბოლოო, რადგან ნანგრევების თხრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.
რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.
იზიუმის რაიონში კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. დაშავდა 3 ადამიანი.