Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს


სახლი ზუგდიდში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს
სახლი ზუგდიდში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მეზობლების ცნობით, შუახნის მამაკაცებს სახლი ნაქირავები ჰქონდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი სოკოთი ინტოქოსიკაციაა, რადგან ბოტანიკურ ბაღში დაკრეფილი სოკო ჭამეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG