Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ პირველად აჩვენეს კიმ ჩენ ინის ქალიშვილი


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ქალიშვილი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ოფიციალურმა ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ აჩვენა, თუ როგორ მიიყვანა კიმმა იგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე. ბავშვი დაახლოებით 12 წლისაა, მაგრამ სახელი ოფიციალურ ცნობაში არ ყოფილა ნახსენები.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება 18 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო ცნობა და ფოტოსურათი, რომელზეც თეთრ ქურთუკში გამოწყობილი მამასთან ხელიხელჩაკიდებული გოგონა ჩანს, შაბათს 19 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მეორე ფოტოზე, როდესაც კიმ ჩენ ინი მაღალჩინოსან სამხედრო ესაუბრება, გოგონასთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ცოლი, ლი სოლ ჩჟუც მოჩანს.

ამ მომენტამდე ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად არასოდეს დაუდასტურებია, რომ კიმს შვილები ჰყავს. სამხრეთ კორეის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ავტოკრატ ლიდერს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ვაჟი, რომლებიც 2010, 2013 და 2017 წლებში არიან დაბადებული.

ჩრდილოეთ კორეაში უმაღლესი პოლიტიკური ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა. კიმ ჩენ ინმა მემკვიდრეობით მიიღო სახელმწიფო ძალაუფლება მამის, კიმ ჩენ ირისგან, მან კი - კიმ ირ სენისგან. მანამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კიმ ჩენ ინის მემკვიდრე გახდებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და, კიმ ი ჩჟონი. მაგრამ კიმ ჩენ ინის შვილის საჯაროდ გამოჩენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მამამ ბავშვის საზოგადოებრივი მოვალეობებისთვის მომზადება გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG