Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა


შალვა პაპუაშვილისა და ანდერ გილსის შეხვედრა
შალვა პაპუაშვილისა და ანდერ გილსის შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის პრეზიდენტ ანდერ გილს შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"შალვა პაპუაშვილი ანდერ გილს ევროკავშირის და ნატოს წევრობის კუთხით საქართველოს პროგრესზე ესაუბრა", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სენატის პრეზიდენტმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

"არის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის და ამ მხრივ სურვილი, რომ დაუდგნენ საქართველოს გვერდში და დაეხმარონ საქართველოს ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, ეს განსაკუთრებული ღიაობა რომელიც ჩვენ ვიგრძენით ესპანეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ვფიქრობ ექნება გადამწყვეტი როლი საქართველოს პროგრესისთვის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG