ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ. ის 27-ე ქართველი მებრძოლია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაციას კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ - კონკრეტული დეტალები, გარდაცვალების ადგილის და ზუსტი დროის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.