Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა 100 წლის იუბილე იზეიმა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. „ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს“ - განაცხადა შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ კი პირობა დადო, რომ ე.წ. მაღლივ კორპუსში, რომელშიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტია განთავსებული, მომავალ წელს 2 სართული სრულად გარემონტდება.

საიუბილეო ღონისძიებაზე მედლებით დააჯილდოვეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG