Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ გატყდება, საუბრობს რუსეთის შეჭრაზე, 1932-33 წლების ჰოლოდომორზე


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 26 ნოემბერი 2022
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 26 ნოემბერი 2022

"უკრაინა არ გატყდება" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მის ქვეყანაში მიმდინარე რუსეთის შეჭრის და საბჭოთა პერიოდის შიმშილის, ჰოლოდომორის შესახებ საუბრის დროს.

"უკრაინელებმა ბევრი საშინელება გამოიარეს... იყო დრო, მათ ჩვენი განადგურება შიმშილით უნდოდათ... ახლა ამას სიბნელით და სიცივით ცდილობენ" - ამბობს ზელენსკი 26 ნოემბრის ვიდეომიმართვაში, და დასძენს - "ჩვენი გატეხვა შეუძლებელია".

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნისა და "უკრაინის მარცვლეულის ინიციატივის" სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით, კიევში ჩავიდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების, ბელგიის, ლიეტუვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები - ინგრიდა შიმონიტე, მატეუშ მორავეცკი და ალექსანდრ დე კრო. კიევში თავმოყრილ საზოგადოებას ვიდეომიმართვებით მიესალმნენ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

უკრაინაში გრძელდება ელექტროენერგიისა და წყლის მწვავე კზირისი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კვირების განმავლობაში აწარმოა იერიშები ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე.

ზელენსკიმ და სხვა ლიდერებმა პატივი მიაგეს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ლიდერმა, იოსებ სტალინმა პოლიცია მიავლინა უკრაინის ახლად კოლექტივიზებულ ფერმებში, მათგან მარცვლეულის და პირუტყვის სრულად მოპოვების მიზნით - მათ შორის თესლის, რომელიც მომავალი წლის მოსავლისთვის იყო საჭირო.

შემდგომ თვეებში მილიონობით უკრაინელი გლეხი დაიღუპა შიმშილით, პროცესში, რომელსაც იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი უწოდებს "აშკარად წინასწარ დაგეგმილ მასობრივ მკვლელობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG