Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში "თითქმის სრულად" აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება


კიევი, საილუსტრაციო ფოტო
კიევი, საილუსტრაციო ფოტო

კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები, აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს.

ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო".

რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე პირს. ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

23 ნოემბერს რუსეთმა ათობით რაკეტით ამოიღო მიზანში უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, რამაც დიდი ზიანი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG