Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში კორონავირუსი რეკორდულად ვრცელდება


პეკინი. 18 ნოემბერი, 2022 წელი
პეკინი. 18 ნოემბერი, 2022 წელი

ჩინეთის ხელისუფლება იუწყება კორონავირუსის ახალი, მძლავრი ტალღის შესახებ, როცა ერთ დღეში ინფექციის 32 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს რეკორდული მაჩვენებელია ჩინეთისთვის. აღნიშნავენ, რომ ვირუსი ვრცელდება ჩინეთის ხელისუფლების მიერ მაქსიმალური ზომების მიღების მიუხედავად.

„ამჟამად, ჩინეთის მასშტაბით, ბევრ ადგილას ვლინდება სპორადული აფეთქებები. ეპიდემიის პროფილაქტიკა და კონტროლი დედაქალაქში ყველაზე კრიტიკულ ფაზაშია“, - აცხადებს პეკინის მუნიციპალური მთავრობის პრესმდივანი სიუი ხეცზიანი, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.

ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში პერიოდულად ლოკდაუნი ცხადდება.

COVID 19-ის მიმართ ნულოვანი პოლიტიკის გამო, ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ამან დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის პროტესტიც გამოიწვია. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის. გასულ კვირაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჰუანზჟოუს ქუჩებში სხვადასხვა საგანი დაუშინეს პოლიციელებს და გადააყირავეს პოლიციის ავტომობილი.

მომიტინგეები საკვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტს აპროტესტებდნენ; მაგრამ მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხელმიუწვდომელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამ მიზეზით ერთ-ერთ ქალაქში 4 თვის ბავშვი დაიღუპა, რომელიც მშობლებთან ერთად, კარანტინის გამო, სასტუმროში იყო ჩაკეტილი. ეს ბავშვის ამ მიზეზით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტია.

ახლახან ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამართა რამდენიმე შეხვედრა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ჯონ ლისთან, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით კოვიდი დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG