Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში არეულობა მოჰყვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მაროკოს მიერ ბელგიის დამარცხებას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბრიუსელის პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობები მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონატზე, მარკოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ბელგიის ეროვნული ნაკრების დამარცხებას.

სააგენტო „ფრანს პრეს-ის" ინფორმაციით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბრიუსელის ცენტრში დაამტვრიეს მაღაზიების ვიტრინები და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და ავტომანქანებს. პოლიციის ცნობით, მასობრივი არეულობის მონაწილეები დაუპირისპირდნენ სამართალდამცავებს, რომლებმაც საპასუხოდ, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. როგორც იუწყებიან, შეტაკებები ძირითადად, მოხდა იმ ადგილებში, სადაც მრავლად იყვნენ მაროკოელი გულშემატკივრები. ბრიუსელის მერის ინფორმაციით, 27 ნოემბერს, ღამისთვის ყველა ინციდენტი ამოწურული იყო.

არეულობები იყო ლიეჟსა და ანტვერპენშიც. ლიეჟში 50-მდე პირმა პოლიციის ოფისის შენობის ფანჯრები ჩაამსხვრია და ორი ავტომანქანა დააზიანა. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. მსგავსი ინციდენტი იყო ანტვერპენშიც, სადაც პოლიციელებმა 10-მდე პირი დააკავეს.

27 ნოემბერს, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 0:2.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG