Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დიდი ნაწილი ისევ ელექტროენერგიის გარეშეა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ენერგოსისტემაში დეფიციტის ზრდის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისევ დაიწყო ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია იუწყება. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის დეფიციტი 27%-ს შეადგენდა.

უკრაინის ენერგოსისტემა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. 10 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ენერგოობიექტებზე 7 მასირებული შეტევა განხორციელდა. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანებული ან დანგრეულია პრაქტიკულად ყველა თბოელექტროსადგური და ჰესი. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ენერგოობიექტების აღდგენა 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.

უკრაინაში მეორე თვეა მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი, თუმცა, პერიოდულად სისტემა ავარიულად ითიშება. უკრაინის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის მასობრივად გათიშვა გაზაფხულამდე გაგრძელდება. ენერგოობიექტების დაზიანების გამო შეფერხებულია წყლით მომარაგებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG