Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია


ილონ მასკი
ილონ მასკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან ვიდეოკავშირით განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა.

„თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - მიმართა ზელენსკიმ მასკს.

ოქტომბრის დამდეგს ილონ მასკი უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი „სამშვიდობო გეგმით“ გამოვიდა.

მასკის აზრით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ხელახლა უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ყირიმი რუსეთს უნდა დარჩეს, ხოლო კიევმა მას წყალი მიაწოდოს. თავად უკრაინა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მასკმა არ გამორიცხა ბირთვული ომი.

უკრაინის ხელისუფლებამ ეს „გეგმა“ მწვავედ გააკრიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG