Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი რუსეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატ რაუფ არაშუკოვისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს


რაუფ არაშუკოვი
რაუფ არაშუკოვი

სახელმწიფო პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილ წევრ რაუფ არაშუკოვისა და მამამისის, რაულ არაშუკოვისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

დეპუტატი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, მმართველი პარტიის წევრი რაუფ არაშუკოვი 2019 წელს პარლამენტში დააკავეს მკვლელობის ბრალდებით.

იმავე დღეს დააკავეს მამამისიც.

ბრალდების თანახმად, არაშუკოვები დგანან ჩრდილოეთ კავკასიის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონში 2010 წელს მომხდარი ორი შეკვეთილი მკვლელობის უკან.

მიმდინარე წლის სექტემბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ არაშუკოვები დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში.

XS
SM
MD
LG