Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 2 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 2 უპილოტო საფრენი აპარატიც. გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 6 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG