Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე:  მდგომარეობა უცვლელია, დილა სიცხით და დაბალი წნევით იწყება


გიული ალასანია
გიული ალასანია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, 11 დეკემბერს, კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდგომ განაცხადა, რომ მდგომარეობა უცვლელია, სააკაშვილი კვლავ კვლავ მწოლიარეა და წონაშიც იკლებს.

„დილა დაბალი სიცხით იწყება. აქვს დაბალი წნევა. სისუსტე. სრული უმადობა, სრული მიუღებლობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, რადგან ტოქსიკოლოგის დასკვნაშიც წერია, რომ თუ მას კიდევ რამე ეშველება, თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგინონ და უშველონ. იმედი მაქვს, რომ სასამართლო პროცესი გაიმართება",- თქვა გიული ალასანიამ.

მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ დილას მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG