გამთენიისას კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დედაქალაქს შეუტია ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed. ადმინისტრაციის ცნობითვე, 9 აპარატი ჩამოგდებულია. საჰაერო განგაშია კიევის ოლქშიც.
ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
საჰაერო განგაში გამოცხადდა ვინიცის, ჩერკასკის და კიროვოგრადის ოლქებშიც.