Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა უშიშროებას დივერსანტებისა და მოღალატეების გამოვლენისკენ მოუწოდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინi
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინi

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს მოუწოდა, „სასტიკად აღკვეთონ“ უცხოეთის სპეცსამსახურების საქმიანობა, ოპერატიულად გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნა.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, კონტრდაზვერვის ორგანოებს, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვას, „ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება“ მოეთხოვებათ. პუტინი მიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა არ უნდა შეასუსტონ მუშაობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ, „დაუყოვნებლად უნდა მოახდინონ რეაგირება მებრძოლ ნაციონალიზმზე, ძალადობისკენ მოწოდებაზე და რუსეთში ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივების მცდელობაზე“.

რუსეთის პრეზიდენტი სპეცსამსახურების მუშაობაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს "ტერორიზმის" წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე სახელმწიფო საზღვრის "საიმედო დაცვას".

  • ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში დაიწყო ღალატის მუხლით აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
  • 2022 წლის ზაფხულში რუსეთის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებითაც ღალატის კვალიფიკაცია მიეცემა „მტრის მხარეზე გადასვლას".
  • რამდენიმე ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურს ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
XS
SM
MD
LG