Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის ელჩი საქართველოს ევროინტეგრაციაზე: მეტისმეტად ოპტიმისტები ნუ იქნებით პროცედურის მხრივ


ავსტრიის ელჩი საქართველოში
ავსტრიის ელჩი საქართველოში

ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიანი გზაა. მან საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა და დეპუტატებს უთხრა, რომ ავსტრია მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე.

"ერთი წლის წინ საქართველო ასოცირების მიმართულებით იყო [...] ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ... ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხი ნამდვილად არის...

მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტები ნუ იქნებით პროცედურის მხრივ - ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ, კარგი დღის წესრიგი გაქვთ...

ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არა მხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით, თუ შეგვიძლია", - თქვა საქართველოში ავსტრიის ელჩმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია მიიღო. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები უკრაინამ და მოლდოვამაც უნდა შეასრულონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG