Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინმა დიდი ალბათობით ვერ დაითანხმა ლუკაშენკა, რომ ომში ჩაერთოს


ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ერთობლივი პრესკონფერენცია. მინსკი, 19 დეკემბერი.
ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ერთობლივი პრესკონფერენცია. მინსკი, 19 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას დარწმუნება, რომ ის ჩაებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, წერს აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ პუტინმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო ლუკაშენკას თეზისები, ოღონდ ვერ დაარწმუნა ბელარუსის ლიდერი, ჩაესწორებინა ისინი. ISW-ს ექსპერტები კვლავაც მიიჩნევენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ პუტინი არ აპირებდა, ლუკაშენკასთან შეხვედრისას განეხილა ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობის საკითხი. იგივე გაიმეორა პესკოვმა უშუალოდ ორი ლიდერის შეხვედრის წინ. ოღონდ ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის სიტყვები უფრო იმის მცდელობა იყო, რომ დაეფარა პუტინის სასოწარკვეთილი სურვილი, ომში ჩაეთრია ლუკაშენკა და ამაში ახალი აშკარა წარუმატებლობაო, შენიშნავენ ISW-ს ანალიტიკოსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG