Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იერიშის შედეგად ხერსონში ორი ადამიანი დაიღუპა


ხერსონის ოლქში საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა დანგრეულია
ხერსონის ოლქში საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა დანგრეულია

რუსეთის არმიის მიერ პარასკევს დილით განხორციელებული იერიშის შედეგად ქალაქ ხერსონში დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი, ქალაქსა და მის შემოგარენში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

უკრაინული მხარის წინასწარი ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან გაშვებული რაკეტებით დაბომბა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგ იერიშს უკვე მისცა სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ.

„ადგილზე მუშაობენ პროკურორები, გამომძიებლები და ექსპერტები, რათა სათანადოდ გამოიძიონ სამხედრო დანაშაული. ქალაქის დაბომბვა არ ნელდება“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მიერ წინა დღითა განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი. საერთო ჯამში ხერსონის ოლქის ტერიტორია 61-ჯერ დაიბომბა, საკუთრივ ქალაქ ხერსონზე კი მოწინააღმდეგემ ბოლო ორი დღის განმავლობაში 30-ჯერ მიიტანა იერიში.

XS
SM
MD
LG