Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: დასავლეთი რუსეთს ომს მხოლოდ მოსკოვის ბირთვული არსენალის გამო არ უცხადებს


დმიტრი მედვედევი, რუსეთის ექსპრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის ექსპრეზიდენტი

რუსეთის ბირთვული არსენალი და მისი გამოყენებისთვის მოსკოვის მიერ შემუშავებული წესები არის ერთადერთი ფაქტორი, რაც დასავლეთს აჩერებს რუსეთთან ომის გამოცხადებისგან, ამბობს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ინტერვიუში, რომელიც 25 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა, ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში ომს გააგრძელებს მანამ, სანამ კიევში დაეცემა "საზიზღარი, თითქმის ფაშისტური" რეჟიმი და ქვეყანა სრულად დემილიტარიზებული იქნება.

დმიტრი მედვედევი, რომელიც ერთ დროს საკუთარ თავს ლიბერალ მოდერნიზატორად წარმოაჩენდა, უკრაინაში რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი მხარდამჭერია.

XS
SM
MD
LG