Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა


ბუნებრივი აირის ფასმა ევროპის ბაზარზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია წლევანდელი ივნისის შემდეგ.

ნიდერლანდის ბირჟაზე საკონტრაქტო ერთი მეგავატსაათი აირის ვირტუალური საბაზრო ფასი იანვრისთვის 80 ევროს უდრის.

ეს მაჩვენებელი საორიენტაციოა საერთოევროპული ფასისთვის.

აირის ფასის დაცემის მიზეზებს შორისაა ზამთრის შედარებით კარგი ამინდები, რის გამოც მოხმარება დაეცა.

ზაფხულში მეგავატსაათი გაზის ფასმა 345 ევროს მიაღწია, რაც გამოიწვია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, მოსკოვის მხრიდან გაზის იმპორტის შეფერხებამ და აირის მარაგების შევსების მიზნით მისი დიდი რაოდენობით მოხმარებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG