Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა იკისრა ავღანეთში მაღალი რანგის თალიბი ოფიციალური პირის მოკვლისთვის


ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში თალიბანის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მკვლელობისთვის.

რეგიონული უშიშროების უწყების უფროსი აბლულჰაღ აბუ ომარი მოკლეს 26 დეკემბერს, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

ინციდენტი, რომლის დროსაც ორი სხვა პირიც დაიღუპა, მოხდა პროვინციის დედაქალაქ ფაიზაბადის პოლიციის სამმართველოსთან. ბადახშანის პროვინცია ჩრდილოეთში ტაჯიკეთს ესაზღვრება, აღმოსავლეთში - ჩინეთს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთში - პაკისტანს.

თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აბდულ რაფი თაქირმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ დაპატიმრებულია ოთხი პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან მომხდართან.

როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ გამოცემა „ამაღი“ იტყობინება, მებრძოლები აფეთქების მოწყობამდე უთვალთვალებდნენ ომარის გადაადგილებას.

ომარი თალიბანის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ამ დაჯგუფების მიერ ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ მოკლეს. აშშ-ის მეთაურობით მყოფი საერთაშორისო ჯარის ავღანეთიდან წასვლის შემდეგ, თალიბანს ბრძოლა უწევს სხვადასხვა დაჯგუფებასთან, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფო-ხორესტანსა“ და „ნაციონალური წინააღმდეგობის ფრონტთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG