Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში შვიდი ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბოლო ანგარიშით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულების რაოდენობა 11 ათასს აღწევს.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში დაიღუპა 165 სამოქალაქო პირი, დაშავებულია 500 უკრაინელი.

გაერო აღნიშნავს, რომ რეალურად დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია - აქტიური საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ინფორმაცია დაგვიანებით მოდის.

სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG