Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დსთ-ს 8 ლიდერს ბეჭდები აჩუქა, მე-9 თავისთვის დაიტოვა


დსთ-ს სამიტი
დსთ-ს სამიტი

სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს 8 ლიდერს ბეჭდები აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თითოეულ ბეჭედზე გამოსახულია დსთ-ს ემბლემა და წარწერა „გილოცავთ ახალ 2023 წელს“. გარდა ამისა, მასზე მითითებულია იმ ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა - რუსეთი.

ბეჭდები გადაეცათ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

როგორც მედუზა წერს, ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ ბეჭედი მიღებისთანავე გაიკეთა. პუტინმა კი მე-9 ბეჭედი თავისთვის შეინახა.

დსთ-ს არაფორმალური სამიტი სანქტ-პეტერბურგში 26-27 დეკემბერს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG