Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი დაცემული არ არის - ალასანია ზურაბიშვილს უპასუხებს


გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უპასუხა და თქვა, რომ "სააკაშვილი დაცემული არ არის". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ.

"სააკაშვილი დაცემული არ არის, მაგაში არ ვეთანხმები. ტყუილად ჰგონიათ მაგათ, თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის... სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები, მეორე მხარეს არის დასავლეთი. აი, არჩევანი ამის მიხედვით კეთდება", - ამბობს გიული ალასანია.

დღეს, 28 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა მორალს უკითხავენ, ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომელიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. მაშინ ყველაფერი მომხდარი იყო და ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ სხვადასხვა ფორმით, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. ახლა ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია... მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG