Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ჩინეთიდან ჩასულებს ისევ მოსთხოვენ კორონავირუსზე ტესტირების პასუხს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება აღადგინა მათთვის, ვინც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩადის. 5 იანვრიდან, ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში ჩასულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ ორი დღით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

აშშ შეშფოთებულია, რომ ჩინეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს ქვეყანაში Covid-19-ის ახალი აფეთქების რეალურ შედეგებს და ასევე იმით, რომ არსებობს ახალი შტამების წარმოქმნის საფრთხე. ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დააწესეს იაპონიამ და ინდოეთმაც.

დეკემბრის დასაწყისში, საპროტესტო აქციების ფონზე, ჩინეთის მთავრობამ შეამსუბუქა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა" და მკაცრი შეზღუდვები. 24 დეკემბერს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე განხილული ოქმის თანახმად, დეკემბრის დასაწყისიდან 20 დღის განმავლობაში დაინფიცირდა 248 მილიონი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 18%-ია.

XS
SM
MD
LG