Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: საახალწლოდ უკრაინაში სავარაუდოა რუსეთის მორიგი მასირებული დარტყმა


სარაკეტო იერიში კიევში. 2022 წ. ოქტომბერი.
სარაკეტო იერიში კიევში. 2022 წ. ოქტომბერი.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა შესაძლოა უახლოეს დღეებში მასირებული დარტყმები განახორციელოს უკრაინაში.

როგორც ის თავის ყოველდღიურ ანგარიშში შენიშნავს, რუსეთის ჯარებმა უკანასკნელი მასირებული იერიში 29 დეკემბერს განახორციელეს, პირველ რიგში - ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დაკვირვებით, ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთი მისდევს ინტენსიური დარტყმების ყოველ შვიდ-ათ დღეში განხორციელების სქემას. ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების აზრით, თითქმის უეჭველია, რომ ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადასატვირთად.

ამასთან, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, არსებობს რეალური ალბათობა, რომ ამჯერად რუსეთი შეცვლის ამ შაბლონს და ახალ დარტყმას უახლოეს დღეებში განახორციელებს, რათა საახალწლო დღესასწაულების პერიოდში მორალურად გატეხოს უკრაინის მოსახლეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG