Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს მიმართა ახალი წლის წინ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოთი მიმართა რუსეთის მოქალაქეებს.

ის რუსეთს უწოდებს „ტერორისტ სახელმწიფოს“, რომელსაც „არ აპატიებენ და არ შეიწყალებენ“ მისი ბოროტმოქმედებებისთვის.

მან რუსებს რუსულ ენაზე მიმართა და თქვა, რომ ამჟამინდელი ომი არ არის „რაღაც ისტორიული და ომი ნატოსთან“, არამედ ომი ერთი ადამიანისა, „რომელიც წვავს რუსეთის მომავალს,“ რათა სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ხელისუფლების სათავეში.

„თქვენს ლიდერს სურს აჩვენოს, რომ მის უკან სამხედროები დგანან, რომ ის წინ დგას. მაგრამ ის სწორედ სამხედროების ზურგს უკან, რაკეტების, საკუთარი რეზიდენციებისა და სასახლეების კედლების უკან იმალება. და თავად წვავს თქვენს ქვეყანასა და მომავალს. ტერორს მსოფლიოში არავინ არასოდეს გაპატიებთ. უკრაინა არასოდეს გაპატიებთ. თქვენ თვითონვე არ აპატიებთ მას ყველაფერ ამას...“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ინტერნეტში გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიდეომიმართვა. ის სამხედრო ფორმიანი ადამიანების ფონზე ჩაიწერეს. მიმართვაში პუტინი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის გასახლეჩად იყენებენ უკრაინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG