Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის ფასი ევროპაში უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა


გაზის მრიცხველი გერმანიაში, ბონის მახლობლად. მარტი, 2022 წელი
გაზის მრიცხველი გერმანიაში, ბონის მახლობლად. მარტი, 2022 წელი

2 იანვარს ევროპაში ბუნებრივი აირის საბითუმო ფასები ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რასაც შარშან ამ ფასების რეკორდული ზრდა მოჰყვა, იტყობინება AFP-ი.

თბილმა ზამთარმა ხელი შეუწყო სათადარიგო გაზზე ეკონომიას. აირის მარაგები ევროპაში შეიქმნა მოლოდინის გამო, რომ ევროპაში აირის მთავარი იმპორტიორის, რუსეთი გაზის მიწოდებას შეამცირებდა.

ევროპის ქვეყნებმა შეავსეს მარაგები და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, დაეზოგათ ენერგია ზამთრისთვის.

ექსპერტების გაფრთხილებით, აცივებას შეიძლება კვლავ მოჰყვეს აირის გაძვირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG