Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულში სახელგანთქმულ ჩოგბურთელს, მარტინა ნავრატილოვას ყელის და ძუძუს კიბო დაუდგინეს


მარტინა ნავრატილოვა თავის პარტნიორ იულია ლემიგოვასთან (მარცხნივ) აშშ-ის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე ნიუ-იორკში. 2014 წლის 6 სექტემბერი.
მარტინა ნავრატილოვა თავის პარტნიორ იულია ლემიგოვასთან (მარცხნივ) აშშ-ის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე ნიუ-იორკში. 2014 წლის 6 სექტემბერი.

მსოფლიოს ყოფილმა „პირველმა ჩოგანმა“ მარტინა ნავრატილოვამ 2 იანვარს განაცხადა, რომ მას ყელის და ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ავრცელებს ცნობას Reuters-ის სააგენტო.

წარსულში სახელგანთქმული სპორტსმენი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ჩოგბურთელად, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ტურნირების, ე.წ. Grand Slam-ის, სულ 59 ტიტული ერთეულთა, ქალთა წყვილთა და შერეულ წყვილთა პაექრობაში.

ჩეხოსლოვაკიელ ნავრატილოვას, რომელიც 1981 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე, ადრეც, 2010 წელს, დაუდგინეს ძუძუს კიბო.

ნავრატილოვამ განაცხადა, რომ მას დაავადების პირველი სტადია აქვს და რომ პროგნოზები კარგია და მომავალ კვირაში დაიწყებს მკურნალობას. ნავრატილოვა, რომელიც 2014 წლის მერე დაქორწინებულია რუს ყოფილ მოდელ იულია ლეგიმოვაზე, 2008 წელს ჩეხეთის მოქალაქეც გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG