Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მილიარდერის, ჟევაგოს ექსტრადიციის შესახებ საქმის მოსმენა საფრანგეთში 19 იანვარს გაიმართება


კონსტანტინ ჟევაგო
კონსტანტინ ჟევაგო

საფრანგეთის სასამართლომ 19 იანვრისთვის გადადო მოსმენა უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს სამშობლოში ექსტრადირების საქმეზე.

ბიზნესმენი, რომელიც აკონტროლებს ლონდონში დაფუძნებულ საწარმოს, Ferrexpo-ს, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ის უკრაინის მოთხოვნით, საფრანგეთში დააკავეს დეკემბრის ბოლოს. ჟევაგო 1998-დან 2019 წლამდე უკრაინის პარლამენტის წევრი იყო.

Reuters-ის ცნობით, 5 იანვარს, საქმის განხილვის დაწყებისას, ქალაქ შამბერის სასამართლომ მოისმინა მისი ადვოკატების მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარებულიყო. ეს მოთხოვნა მოსამართლეებმა ხანმოკლე განხილვის შემდეგ უარყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG