Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო იერუსალიმის "ტაძრის მთაზე" ისრაელის მინისტრის სადავო სტუმრობას განიხილავს


ისრაელის ეროვნული უშიშროების ახალი მინისტრი იტამარ ბენ-გვირი "ტაძრის მთაზე" ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ბაღში. 3 იანვარი, 2023 წელი
ისრაელის ეროვნული უშიშროების ახალი მინისტრი იტამარ ბენ-გვირი "ტაძრის მთაზე" ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ბაღში. 3 იანვარი, 2023 წელი

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს 5 იანვარს, რათა პროტესტი გამოთქვას იერუსალიმში, სამი მსოფლიო რელიგიისთვის წმინდა ადგილას, „ტაძრის მთაზე“, ისრაელის კაბინეტის მემარჯვენე მინისტრის სადავო სტუმრობის გამო.

საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვეს პალესტინელებმა და ქვეყნების ჯგუფმა, რომლებიც მინისტრის სტუმრობას პროვოკაციად მიიჩნევენ.

ისრაელის ეროვნული უშიშროების ახალმა მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა 3 იანვარს მოინახულა ადგილი, რომელსაც ისრაელელები „ტაძრის მთას“, ხოლო პალესტინელები ალ-ჰარამ ალ-შარიფს უწოდებენ.

„ტაძრის მთაზე“ ბენ-გვირის მისვლას მოჰყვა მთელი მუსლიმური სამყაროს კრიტიკა. იორდანიის ელჩმა გაეროში ვიზიტს "ექსტრემისტული ქმედება“ უწოდა.

ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ეს კრიტიკა "რასისტული დისკრიმინაციის" ტოლფასია.

„ტაძრის მთა“ მნიშვნელოვანი წმინდა ადგილია ებრაელების, მუსლიმებისა და ქრისტიანებისთვის და უკიდურესად მგრძნობიარე საკითხი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.

ამჟამად მისი მონახულება არამუსლიმებს შეუძლიათ, მაგრამ იქ ლოცვა მუსლიმების უფლებაა.

ისრაელის ადრინდელი პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის მისვლა „ტაძრის მთაზე“ 2000 წელს მეორე ინტაფადის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG