Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 იანვარს სტუმრად მყოფმა დაცვის პოლიციელმა სხვა სტუმარი დაჭრა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭიაურში, 2 იანვარს ერთ-ერთ ოჯახში მყოფმა ერთმა სტუმარმა მეორე დაჭრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

"[დაკავებულს] ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ბრალდებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი 3 იანვარს დააკავეს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG