Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური დათბობის შედეგად 2100 წლისთვის შესაძლოა გაქრეს მყინვარების 83%


გლაციოლოგები ავსტრიის ალპებში. 2021 წ.
გლაციოლოგები ავსტრიის ალპებში. 2021 წ.

გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპების პირობებში 2100 წლისთვის დედამიწაზე გაქრება მყინვარების 68%, უარეს შემთხვევაში - 83%, საუკეთესო შემთხვევაში კი - ნახევარზე ნაკლები. ამის თაობაზე ლაპარაკია უკანასკნელ გამოკვლევაში, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მყინვარების მკვლევრებმა, გლაციოლოგებმა, შეისწავლეს დედამიწის 215 ათასივე მყინვარი გარდა გრენლანდიისა და ანტარქტიდის საფარისა. ამის შემდეგ კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით გაიანგარიშეს, რამდენი მყინვარი გაქრება და რამდენად გაზრდის ეს მსოფლიო ოკეანის დონეს გლობალური დათბობის სხვადასხვა ტემპების პირობებში.

აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის 2,7°C-ის გაზრდით, რაც ამჟამინდელი პროგნოზია, გადნება 48,5 ტრილიონი ტონა ყინული, რაც ყველა მყინვარის 68%-ს უდრის. ამის შედეგად ზღვის დონე 11,5 სანტიმეტრით გაიზრდება. ის უკვე იზრდება ყინულის საფარის დნობისა და წყლის საერთო დათბობის გამო.

ზღვის დონის ასეთი გაზრდის შედეგად ათ მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდება მოქცევის ხაზს დაბლა - ეს მათ წყალდიდობით ემუქრება.

მყინვარების მასშტაბური დნობა ასევე ნიშნავს წყლის მარაგის კლებას პლანეტის უდიდესი ნაწილისთვის, წყალდიდობის რისკის ზრდას და ისტორიული ადგილების დაკარგვას, რომლებიც ახლა ყინულით არის დაფარული ალასკიდან ალპებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG