Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულის გარშემო საერთაშორისო კონფერენციას გამართავს


დომინიკ რააბი. ლონდონი. 2 მაისი, 2021 წელი
დომინიკ რააბი. ლონდონი. 2 მაისი, 2021 წელი

დიდი ბრიტანეთის მარტში გამართავს დიდ საერთაშორისო თავყრილობას უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ მონაცემების საერთაშორისო განხილვის მიზნით.

შეხვედრას, რომელშიც არაერთი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, უმასპინძლებს, ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის უწყების ხელმძღვანელი, დომინიკ რააბი და მასთან ერთად მისი ნიდერლანდელი კოლეგა.

როგორც DPA-ი იტყობინება, შეხვედრაზე დაგეგმილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის ანგარიშის მოსმენა. ხანის ანგარიში ეხება მისი სტრუქტურის მუშაობის შედეგებს და გამოძიებისთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერას.

კონფერენციის მომზადების გამოცხადება მოხდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე. ამ თავდასხმების გამო უკრაინის ქალაქებს და სხვა დასახლებულ პუნქტებს ყინვის პირობებში არ აქვთ ელექტროენერგია, სასმელი წყალი და გათბობა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ქარიმ ხანი იძიებს კიევის ბრალდებებს რუსი სამხედროების მიმართ. კიევი ამტკიცებს, რომ საომარი მოქმედების მანძილზე რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გასამართლების გარეშე სიკვდილით სჯიდნენ სამოქალაქო პირებს, აწამებდნენ მათ, იყო გაუპატიურების შემთხვევები. სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უკრაინა ასევე ომის დანაშაულად მიიჩნევს.

„რუსმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ უკანონოდ იმოქმედონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას სანამ მართლმსაჯულება იზეიმებს“ - განაცხადა დომინიკ რააბმა.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო მოსახლეობას, ხოლო სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას ის უკრაინელი სამხედროების ქმედებაზე პასუხს უწოდებს. მოსკოვი ასევე უარყოფს, რომ მისი სამხედროების ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG