Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ი აუქმებს ქუთაისი-პარიზის 7 იანვრის ფრენას


ფოტოილუსტრაცია: Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში
ფოტოილუსტრაცია: Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში

კომპანია Wizz Air-მა გააუქმა დღევანდელი, 7 იანვრის ფრენა, რომელიც ქუთაისიდან პარიზში და უკუმიმართულებით უნდა შეესრულებინა. შეტყობინება ამ რეისის მგზავრებმა უკვე მიიღეს.

თავდაპირველად, მედიას აეროპორტიდან შეატყობინეს, რომ ფრენა 21:30 საათზე შესრულდებოდა.

ქუთაისი-პარიზის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 17:24 საათზე აფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, აფრენიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა საქართველოს აეროპორტში დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო.

Wizz Air-ის ავია ხომალდმა ქუთაისის აეროპორტში დაჯდომა დაახლოებით ორსაათიანი ფრენის შემდეგ, 19:05 საათზე შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG