Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკარჩუკი სააკაშვილს: „არ დაკარგოთ იმედი, რომ მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან“


"ოკეან ელზის" კონცერტი თბილისში. სვიატოსლავ ვაკარჩუკი
"ოკეან ელზის" კონცერტი თბილისში. სვიატოსლავ ვაკარჩუკი

უკრაინული როკჯგუფის, Океан Ельзи-ის, სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, წერილი მისწერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო მიხეილ,

შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში - ფიზიკურ ძალას. ასევე - სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან”, - წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG