Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი გრიგოლი სააკაშვილზე: "იმედი მაქვს, არ დავუშვებთ შეცდომას, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა"


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ მოახერხა - მისი თქმით, იქ კარანატინია დაწესებული. თუმცა მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებას ისევ მიმართავს.

„ვაპირებდი პატიმრების მონახულებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ, როგორც ჩანს, რეჟიმი შეიცვალა, არ ვიცი ვირუსების გამო არის თუ რატომ, ეს ვერ მოხერხდა... იმედი მაქვს, რომ არ დავუშვებთ იმ შეცდომას, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა", - თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

კლინიკა „ვივამედში“ კარანტინი 29 დეკემბრის მერეა გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მხოლოდ მის დედას, გიული ალასანიას და ადვოკატებს აქვთ. კლინიკის განმარტებით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG