Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიიდან სამ წელში ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვარი


პეკინი, ჩინეთი
პეკინი, ჩინეთი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვაო და სახმელეთო გზები ჰონგ-კონგთან და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინიც გააუქმა.

8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის განაახლა პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც.

პანდემიის განმავლობაში ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. ქვეყანაში ლოკდაუნი არაერთხელ გამოცხადდა. მოქალაქეებს მოეთხოვებოდათ ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში - კარანტინი შესაბამის დაწესებულებაში.

ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვები მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შეამსუბუქა. საპროტესტო აქციები კი ურუმაქში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფმა პირებმა შენობა დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს. თუმცა, ამ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობა არ ადასტურებდა.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში ისევ ვრცელდებოდა ცნობები საავადმყოფოებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის შესახებ, თუმცა ქვეყანა Covid 19-ით ინფიცირებულთა ზუსტ რაოდენობას აღარ აქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG