Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ნატოში წევრობაზე: შეუძლებელია თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება


შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას. 22 ნოემბერი, 2022 წელი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას. 22 ნოემბერი, 2022 წელი

შვედეთს არ შეუძლია შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც თურქეთმა წაუყენა ნატოში გასაწევრიანებლად და არ აპირებს ამის გაკეთებას, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

„თურქეთმა დაადასტურა, რომ შევასრულეთ, რის პირობაც მივეცით“, - თქვა კრისტერსონმა შვედეთის დასავლეთში, სელენეში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით: Folk och Försvar (ხალხი და თავდაცვა).

მაგრამ ისინი ასევე აცხადებენ, რომ „აქვთ მოთხოვნა, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია და არ ვაპირებთ შევასრულოთ. ახლა გადაწყვეტილება თურქეთზეა“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა. კრისტერსონი დარწმუნებულია, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. "უბრალოდ არ ვიცით, როდის“, - დასძინა მან.

შვედეთმა და მისმა აღმოსავლელმა მეზობელმა ფინეთმა ნეიტრალიტეტის ტრადიციულ გზას უარი უთხრეს და ცდილობენ ნატოში გაწევრიანებას მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისთვის თანხმობა უნდა გასცეს ნატოს ერთ-ერთმა წევრმა თურქეთმაც. სანაცვლოდ სტოკჰოლმს ანკარამ, სხვათა შორის, მოსთხოვა თურქი მოქალაქეების გადაცემა, რომლებიც მის მიერ ტერორისტებად არიან მიჩნეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG