Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ - სასიკვდილო განაჩენი კიდევ სამ პირს გამოუტანეს


ისპაანში სიკვდილმისჯილები: სალეჰ მირჰაშმი ბალთაღი, მაჯიდ ქაზემი შეიხ შაბანი და იაღუქი ქურდსაფლი. 9 იანვარი. 2023 წელი
ისპაანში სიკვდილმისჯილები: სალეჰ მირჰაშმი ბალთაღი, მაჯიდ ქაზემი შეიხ შაბანი და იაღუქი ქურდსაფლი. 9 იანვარი. 2023 წელი

აქტივისტების თანახმად, ირანში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. არსებული ცნობით, თეირანში აქცია საპატიმროს წინ ჩატარდა. სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირის სიკვდილით დასჯა შეიძლება, სულ მალე მოხდეს.

„New York Times-ის“ ჟურნალისტების კვლევის თანახმად, საქმე ეხება 19 და 22 წლის ორ სიკვდილმისჯილს.

ირანის იუსტიციის უწყების განცხადებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციებთან დაკავშირებით კიდევ სამი სასიკვდილო განაჩენია გამოტანილი ისპაანში. სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სალეჰ მირჰაშმი ბალთაღის, მაჯიდ ქაზემი შეიხ შაბანის და იაღუქი ქურდსაფლის. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საპროტესტო გამოსვლების დროს, 5 ნოემბერს, სამთავრობო მოხელეების დახოცვაში. ამდენად, სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მათგან ოთხი - უკვე აღსრულებულია.

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ირანში დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას და მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სასიკვდილო განაჩენების გამოტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG