Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდმა ტურისტებისთვის შემოიღო და მაშინვე გააუქმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები


ტაილანდის ხელისუფლებამ გააუქმა გასულ კვირაში შემოღებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს უნდა წარედგინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მოწმობა. ამ ცნობას, სააგენტო როიტერსის თანახმად, ავრცელებს ტაილანდის ვიცე-პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ანუტინ ჩარნვირაკული.

მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ამგვარი სანიტარული შეზღუდვების აუცილებლობა, რადგან მთელ მსოფლიოში, ჩინეთის ჩათვლით, საკმარისი რაოდენობის ვაქცინაციაა ჩატარებული.

ზომებს ტაილანდის ხელისუფლება უკავშირებს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნას ტურისტებისთვის ჩინეთიდან, სადაც დეკემბრის დასაწყისიდან მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ამის გამო რამდენიმე ქვეყანამ შემოიღო შეზღუდვები ჩინეთის მოქალაქეებისთვის - იტალიამ, აშშ-მა, იაპონიამ, ინდოეთმა და მალაიზიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG