Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი რუსეთი" ომის მომხრეებს ამატებს საკუთარ მხარდამჭერთა ბაზას


პარტია "ერთიანი რუსეთი" თავისი მხარდამჭერების ბაზას ამატებს პირებს, რომლებიც ემხრობიან უკრაინაში რუსეთის შეჭრას და შლის მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს შეჭრის წარმატებაში - ამის შესახებ გაზეთ "ვედომოსტის" ორმა წყარომ შეატყობინა.

გამოცემის წყაროთა სიტყვებით, ბაზის განახლების მიზნით, საგანგებო ალგორითმების გამოყენებით აანალიზებენ სოციალურ ქსელებს, პირველ რიგში "ვკონტაქტეს" და "ოდნოკლასნიკის". დაზუსტებული არ არის, თავად მოქალაქეებს თუ აწვდიან ინფორმაციას პარტიის მომხრეთა რიგებში ჩართვის თუ ამოწერის შესახებ.

"ხელოვნური ინტელექტი სოციალურ ქსელებში გამოავლენს პარტიის მომხრეებს, მათ ენიჭებათ განსაზღვრული ქულები - 'მოწონებაზე', იმაზე, თუ რომელ ჯგუფებში არიან გაწევრიანებულნი და სხვა აქტივობაზე. ამის შემდეგ ატარებენ შემოწმებას, არიან თუ არა ეს პირები ჩვენი მომხრეების ბაზაში", - უთხრა "ვედომოსტის" წყარომ.

მეორე წყარომ დაადასტურა, რომ სოციალური ქსელების ანალიზისას პარტია პოულობს უკრაინაში ომის მომხრეებს. პარალელურად, მისი თქმით, მიმდინარეობს "რიგების წმენდა": ბაზიდან შლიან პირებს, ვინც საჯაროდ გამოთქვამს ეჭვებს "სპეცოპერაციის" წარმატების შესახებ.

გაზეთის თანახმად, მანამდე პარტიის მომხრეთა სია "მაგრად გაიწმინდა" - 25 მილიონიდან სიაში დარჩა მხოლოდ 9 მილიონი პირი. მოგვიანებით სიას დაემატა კიდევ 4 მილიონი მოქალაქე და, შესაბამისად, "ერთიანი რუსეთის" მხარდამჭერთა რაოდენობა ამჟამად 13 მილიონ ადამიანს მოიცავს.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იგეგმება სიის 30 მილიონამდე გაზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG