Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს


"ხალხის დემოკრატიული პარტიის" მომხრეთა გამოსვლა სტამბოლში. 2018 წელი
"ხალხის დემოკრატიული პარტიის" მომხრეთა გამოსვლა სტამბოლში. 2018 წელი

AFP-ის ცნობით, 10 იანვარს თურქეთის მთავარმა პროკურორმა სასამართლოს გზით კიდევ ერთხელ სცადა, დაიხუროს ოპოზიციური პარტია, რომელსაც ქურთი მოსახლეობა უჭერს მხარს. ეს ნაბიჯი გადაიდგა წლის ბოლოსთვის დაგეგმილი არჩევნების წინ.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობა 2021 წლის მარტიდან ცდილობს დაშალოს თურქეთის პარლამენტში სიდიდით მესამე „ხალხის დემოკრატიული პარტია".

ანკარა მიიჩნევს, რომ პარტიას კავშირი აქვს ქურთ მეამბოხეებთან, რომლებიც კანონგარეშედ არიან გამოცხადებული.

პარტია ამტკიცებს, რომ მას ირჩევენ იმისთვის, რომ იცავს ქურთების უფლებებს და წინააღმდეგობას უწევს პოლიტიკური თავისუფლებების და სხვაგვარად მოაზროვნეების სულ უფრო ფართო დევნას, იტყობინება სააგენტო AFP-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG