Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინს სუმოს უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება


ტოჩინოშინი
ტოჩინოშინი

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მეხუთე ტურის შეხვედრები ისე გაილია, ლევან გორგაძე დოჰიოზე არ ასულა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილ ქართველ სეკიტორს ჭიდაობაში ხელი 11 იანვარს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა და ავტომატურად წაგება ჩაეთვალა - სუპერტურნირის მეოთხე ტურში გორგაძემ მხარი ამოიგდო.

ტრავმის მომენტში მის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგება იყო. ახლა კი ერთქულიანი უარყოფითი ბალანსი აქვს და რანგით მეორე - ჯურიო დივიზიონში - დაქვეითება ემუქრება, თუ მიმდინარე ბაშოზე დოჰიოს არ დაუბრუნდება და აუცილებელ ქულებს არ აიღებს.

35 წლის ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე მეთერთმეტე მაეგაშირის წოდებით გამოდის. უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, მან კარიერა დაასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG