Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის საელჩოში შეხვედრა გამართა


შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, შეხვდა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჰკითხეს.

"მითხრეს, რომ სააკაშვილი მათი ქვეყნის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური არხებით, სამართლებრივად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად... დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, რომელ სახელმწიფოებს გაუწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, მოლაპარაკებები შედგეს. გარდა ამისა, დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილს [საქართველოს პრეზიდენტს] აქვს თუ არა შეწყალების უფლება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

ის 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ერთ თვეზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG