აფეთქებების ხმა, რომლებიც კიევში შაბათ დილით ისმოდა, საომარ მოქმედებებს არ უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე, ალექსანდრ პავლიუკი.
„აფეთქებები არ უკავშირდება არც საჰაერო საფრთხეს და არც სხვა სამხედრო მოქმედებებს. რაიმე საფრთხე რომ ყოფილიყო, თქვენ გაიგებდით განგაშის სიგნალს. აფეთქებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება“, - აცხადებს ის.
დილიდან კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი უნიანი ავრცელებს.
აფეთქებების შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი ТСН-იც, რომელიც ეყრდნობა მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებთა მიერ გავრცელებულ ცნობებს.