Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში 7000-ს გადააჭარბა მსხვერპლმა სამოქალაქო მოსახლეობაში


რუსეთის შეტევის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი უკრაინის ქალაქ დნეპრში. 16 იანვარი, 2023 წელი
რუსეთის შეტევის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი უკრაინის ქალაქ დნეპრში. 16 იანვარი, 2023 წელი

დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 7000 ადამიანს გადააჭარბა მსხვერპლმა სამოქალაქო მოსახლეობაში, დაიჭრა 11 000-ზე მეტი ადამიანი - თუმცა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისიამ 16 იანვარს გამოთქვა ვარაუდი, რომ რეალური მონაცემი გაცილებით მაღალია, რადგან ადგილებში, სადაც ბრძოლები ინტენსიურია, ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

"სამოქალაქო პირთა შორის აღრიცხული მსხვერპლი ძირითადად გამოწვეული იყო ფართო რადიუსის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო ცეცხლით, ზალპური სარაკეტო სისტემებით, რაკეტებით და საჰაერო დარტყმებით", - აცხადებს გაერო თავის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG